Monday, March 2, 2015

ტრენინგი. დღე 9

1. ნატა ქევხაშვილი "გლობალური დათბობა"
პრეზენტატორმა წარმოგიდგინა პრობლემის არსი, მნიშვნელობა და  სამოქმედო გეგმა. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მოამზადებენ ვიდეო მასალა, აუდიო ჩანაწერები, სლაიდ შოუები, მოსწავლეები მოამზადებენ ტურისტებისთვის  რეკომენდაციებს.

2. მაკა მამასახლისი "მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში"
პრეზენტაცოტრმა, წარმოგვიდგინა პროექტის მიმდინარე პროცესი, რას გააკეთებენ მოსწავლეები და რას გააკეთებს მასწავლებელი. 

3. სოფიკო გაფრინდაშვილი "ტურისტული ძეგმები საფრანგეთში"
მომხსენებელმა საუბრის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასწავლო გეგმის კულტურათაშორისი დიალოგების მნიშვნელობაზე, რითაც აგვიხსნა თემის აქტუალურობა, გააკეთა პრეზენტაცია პროექტის მიმდდინარეობის შესახებ და პროექტის მიზანებს გაუსვა ხაზი.

4. თამარ მაისურაძე "მოსახლეობის დამოკიდებულება ბირთული იარაღის მიმართ"
პრეზენტაცია იყო დამაჯერებელი და საინტერესო, მომხსენებელმა აქცენტი გააკეთა ბირთულ იარაღზე და ადამიაების დამოკიდებულების მნიშვნელობაზე. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჩაატაებენ კვლევას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

5. მაია მანჯგალაძე "ვლადიმერ მაიკოვსკის ძეგლი"
მომხსენებელიმა გააკეთა პრეზენტაცია თემის მნიშვნელობაზე და მოსწავლეების დამოკიდებულებაზე.  პრეზენტაციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრო უკვე ჩატარებულ კვლევაზე, საველე სამუშაოებზე და პროექტის მიზანზე.

6.   მანნა კაპანაძე "წრფივი ორუცნობიანი უტოლობათა სისტემების გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში"
მომხსენებელმა ისაუბრა, საკითხისმნიშვნელობაზე, პროექტის მსვლელობაზე და მიზანზე, ხაზი გაუსვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენება. მომხსენებელი იყო დამაჯერებელი, კონტაქტი დაამყარა აუდიტორიასთან და დეტაებში განმარტა თითოეული საკითხის  მნიშვნელობა.

7. ნათია შიუკაშვილი "ალავერდობ 2015"
ინტეგრირებული პროექტი ქართულის პედაგოგთან, მომხსენებელმა გაგვაცნო პროექტის პროცედურები, გააკეთა მოკლე ისტორიული ექსკურსი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წავლენ ესკურსიაზე. მომხსენებელი იყო დამაჯერებელი პრეზენტაციის დროს.   

8. ნანა დვალი "კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში"
მომხსენებელმა ისაუბრა, თემის მნიშვნელობაზე და პროექტის მსვლელობაზე, მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობის პროცესში განსაზღვრავენ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს კომპიუტერს. 

9. მაია კაკაურიძე "მინდა კომპიუტერი ვიყილო"
მომხსენებელმ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ისაუბრა პროექტის მსვლელობაზე, მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ კვლევა და განსაზღვრონ როდის შეძლებენ დანაზოგის გაკეთებას და კომპიუტერის შეძენას. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ფულის მართვის უნარჩვევები და მიიღონ საბაზისო ცოდნა ბიზნეს ადმინისტრირებაში. პრეზენტაცია იყო საინტერესო და დამაჯერებელი. 




Sunday, March 1, 2015

ტრენინგი. დღე მერვე


დღე იყო დაატვირთული ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით, რაც ძალიან საინტერესო იყო
  1. განვასხვავეთ ერთმანეთისგან პოსტი და Page;
  2. შევქმენით ახალი "ფეიჯი";
  3. შევქმენით კვლევის კითხვარი, რომელიც განვათავსეთ ბლოგზე;

Saturday, February 28, 2015

ტრენინგი. დღე 7

განვიხილეთ:
Ø  ჩვენი პროექტის მსვლელობის გეგმა
Ø  ინდივიდუალური განსხვავებების სწავლის დროს;
Ø  გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასებების რეფლექსია;
Ø  დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის;
Ø  შევიმუშავეთ კითხვარი დიფერენირებულ სწავებაზე;
Ø  კურსის შეფასების ფორმები/განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი შეფასება ყველაზე ეფექტურია, როცა:
        მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ.
        მოსწავლეები იღებენ რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, სასწავლო მიზნების მიმართ.
        მოსწავლეები პროგრესის თვითშეფასებას აკეთებენ.
მასწავლებლები ინსტრუქციას აძლევენ საფეხურებრივად 
Ø    ხარაჩოები (გავეცანით ნიმუშებს);  მოვამზადეთ მოსწავლეებისთვის  პრეზენტაციის ხარაჩო.  





Sunday, February 22, 2015

ტრენინგი. დღე მეექსვე


დღე საინტერესოდ დაიწყო..... :)

განვიხილეთ:
*      გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია;
*      პორთფოლიოს რუბლიკა;
*       პრეზენტაციის შეფასება 


განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია და ასევე კომენტარები გავაკეთეთ ჩვენი კოლეგის პრეზენტაციაზე;


დავწერეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგების შეფასების რუბლიკა

პრეზენტაცია. გეომეტრიული ფიგურები

Saturday, February 21, 2015

ტრენინგი. დღე მეხუთე


სატრენინგო დღე დავიწყეთ ვორდის ფაილის "დრაივზე" დაფორმატებით.
გავუზიარეთ  ჩვენი ნაშრომები ერთმანეთს.
შემდეგ ვისწავლეთ "კონსტრუქციული უკუკავშირის" დაწერა 
გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომი,  რითაც შევისწავლეთ პავერპოინტში პრეზენტაციის გაკეთება.

დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი


Sunday, February 15, 2015

ტრენინგი. დღე მეოთე


   ტრენინგი დავიწყეთ drive-ს გამოყენების ინსტრუქციის განმეორებთ.  
განვიხილეთ სასწავლო პროექტის შეფასების  სხვადასხვა მეთოდები, გავიგეთ, რომ არსებობს 4 განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი შეფასება.
     განმავითარებელი შეფასების მიზანია:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა


განმსაზღვრელი შეფასების მიზნებია: 
  • მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით

   შეფასების სტანდარტების გამოყენებისაც მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ შეფასების მეთოდი ანუ როგორ ვაფასებ და შეფასების ინსტრუმენტი ანუ რითი ვაფასებთ.
  
  ასევე გავეცანით შეფასების დამხმარე  კითხვარებს.

განხილული თეორიული მასალის შესაბამისად ვწერდით ჩვენი სასწავლო პროექტებების შესაბამის საკითხებს. 

სატრენინგო დღემ საინტერესოდ ჩაიარა.